“უნდა შევცვალოთ მანკიერი სისტემა და არა ადამიანები ამ მანკიერ სისტემაში. მე ჩემთვის არ ვითხოვ ხმებს, რადგან ჩემი არავის არაფერი მართებს. ყველა ამომრჩეველს ვთხოვ, მე კი არ მომცეს ხმა, ხმა მისცეს საკუთარ შეხედულებებს, რომელიც ჩემს შეხედულებებს ემთხვევა, ხმა მისცეს საკუთრ თავს და საკუთრ ადგილს საზოგადოებაში,“ - შენების მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატმა ამომრჩეველს მიმართა.
დავით უსუფაშვილმა წინასაარჩევნო კამპანია შეაფასა.
„მინდა, საქართველოს მოსახლეობას ვუთხრა, ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით, ვინ იქნება საქართველოს პრეზიდენტი, მაგრამ უკვე ვიცით ამ არჩევნების პოლიტიკური შედეგი. არჩევნების შემდეგ დასრულდება ნაციონალური მოძრაობის გაყოფა და დაიწყება ქართული ოცნების გაყოფა. ჩვენ მოწმენი ვიქნებით მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესი და საპრეზიდენტო არჩევების ფინიში საპარლამენტო არჩევნების სტარტი იქნება. ხვალ ხმის მიცემისას ვიფიქროთ მომავალ პრეზიდენტზე და გვახსოვდეს მომავალი საპარლამენტო არჩევნები,“ - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.