ბრიუსელში საპრეზიდენტო არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. საქართველოს საელჩოს შენობაში გახსნილ საარჩევნო უბანზე, არსებული მონაცემებით, ხმათა უმრავლესობა - გრიგოლ ვაშაძემ მიიღო.
ევროპის დედაქალაქში მცხოვრები მოსახლეობის ხმები ასე გადანაწილდა:
გრიგოლ ვაშაძე - 86 ხმა
სალომე ზურაბიშვილი - 37 ხმა
დავით უსუფაშვილი - 15 ხმა
დავით ბაქრაძე - 11 ხმა
საქართველოს ელჩი იმედოვნებს, რომ ქვეყნის ახალი პრეზინდეტი საქართველოს ევროპული ამბიციების ხელშეწყობას შეძლებს.