05 ოქტომბერი 2024,   15:44
ვრცლად
ავიაკატასტროფა ბრიტანეთში - გარდაცლილია საფეხბურთო კლუბ "ლესტერ-სიტის" მფლობელი

ავიაკატასტროფა ბრიტანეთში.  პოლიცია ადასტურებს, რომ ავიაკატასტროფას საფეხბურთო კლუბ "ლესტერ-სიტის" მფლობელი ემსხვერპლა. 

60 წლის, ვიშაი შრივა-დანაპრა ბხას კუთვნილი ვერტმფრენი სტადიონთან ახლოს ჩამოვარდა. ვერტმფრენს აფრენიდან, რამდენიმე წუთში ცეცხლი გაუჩნდა.

მილიარდერთან ერთად დაიღუპა 4 ადამიანი: ბიზნესმენის ორი თანაშემწე, პილოტი და მისი მეგობარი გოგონა, რომელიც ასევე მფრინავი იყო. კატასტროფის გამომწვევი მიზეზი უცნობია.

ბიზნესმენმა საფეხბურთო კლუბი "ლესტერ სიტი" 2010 წელს შეიძინა და 39 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაიხადა. მისი მმართველობის დროს კლუბმა 2016 წლის პრემიერ ლიგის ფინალი მოიგო.

დღის ამბები