19 ნოემბერი 2024,   20:32
ვრცლად
არჩევნები საქართველოში - რუსეთში ვაშაძის გამარჯვების შემთხვევაში სააკაშვილის შეწყალების შესაძლებლობებზე და უსიამოვნო მოლოდინებზე საუბრობენ 

საქართველოში მიმდინარე საარჩევნო პროცესს ყურადღებით ადევნებენ თვალს რუსეთში. რუსეთის ფედერაციის საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, არჩევნების მეორე ტურში, მოქმედი ხელისუფლებისა კურსის და ოპოზიციის კურსის შეჯახება მოხდება. 

კონსტანტინ კოსაჩოვი ყურადღებას პრეზიდენტის უფლებამოსილებებზე ამახვილებს. კოსაჩოვი აღნიშნავს, რომ საქართველოს პრეზიდენტს შეწყალების უფლება აქვს, რაც მისი თქმით, ნიშნავს რომ ერთ-ერთი კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში, ყოფილ პრეზიდენტთან მიმართებაში იქნება გამოყენებული.

"ამას კი მომავალში საქართველოს შიდა პოლიტიკისთვის საკმაოდ უსიამოვნო შედეგები შეიძლება მოჰყვეს," -განაცხადა კოსაჩოვმა

დღის ამბები