05 ოქტომბერი 2024,   15:46
ვრცლად
უამინდობას იტალიაში 5 ადამიანი ემსხვერპლა

იტალიაში უამინდობას 5 ადამიანი ემსხვერპლა. შტორმმა ქვეყნის ცენტრალურ და სამხრეთ რეგიონებს გადაუარა. ძლიერმა ქარმა მოგლიჯა ხეები, დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები. ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა ქუჩები რამდენიმე ქალაქში.

რომსა და მიმდებარე პროვინციებში შეწყდა სასწავლო პროცერსი. გადაუღებელ წვიმას წყლის დონის მატება მოჰყვა ვენეციაშიც. წყალმა დატბორა ქალაქის ქუჩები და ცენტრალური მოედნები.

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, წყლის ქვეშ აღმოჩნდა ქალაქის ტერიტორიის 75%. ღირსშესანიშნაობების დიდი ნაწილი ტურისტებისთვის დახურული იყო.

დღის ამბები