05 ოქტომბერი 2024,   16:00
ვრცლად
ტერაქტი ტუნისში - დაშავებულთა რაოდენობა გაიზარდა

ტუნისში ტერაქტის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა. ქვეყნის დედაქალაქის ცენტრში თავი თვითმკვლელმა ტერორისტმა ქალმა აიფეთქა.

შედეგად დაშავდნენ ადგილობრივი უშიშროების სამსახურის თანამშრომლები და მშვიდობიანი მოქალაქეები.

თავდამსხმელის სახლის ჩხრეკისას აღმოჩნდა, რომ მას დაჯგუფება “ისლამურ სახელმწიფოსთან” ჰქონდა კავშირი. სამართალდამცველებმა მის საცხოვრებელ ადგილზე თავდასხმის გეგმაც აღმოაჩინეს.

დღის ამბები