05 ოქტომბერი 2024,   15:48
ვრცლად
ეკვადორელმა მოსამართლემ ჯულიან ასანჟს ინტერნეტის თანხის გადახდა და საკუთარი ხარჯით საცხოვრებელი ოთახის დასუფთავება დაავალა 

ეკვადორელმა მოსამართლემ ჯულიან ასანჟის სარჩელი არ დააკმაყოფილა და მას საელჩოს მიერ დადგენილი წესების შესრულება დაავალა. საქმე ეხება ინტერნეტის მოხმარებისთვის თანხების გადახდას და საცხოვრებელი ოთახის დასუფთავებას, რასაც ასანჟი აპროტესტებს და აცხადებს, რომ ახალი წესების შემოღებით ეკვადორის ხელისუფლება ცდილობს მას საელჩოს ტერიტორია დაატოვებინოს.

ჯულიან ასანჟი 6 წელია ლონდონში ეკვადორის საელჩოში ცხოვრობს. მისი დატოვების შემთხვევაში კი "ვიკილიქსის" დამფუძნებელს შვედეთში ექსტრადირება ემუქრება. მის გადაცემას ელოდება ვაშინგტონიც, შეერთებული შტატების გენპროკურორის განცხადებით, ასანჟის ამერიკაში ექსტრადირება მისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს.

დღის ამბები