05 ოქტომბერი 2024,   16:07
ვრცლად
რუსეთის ერთადერთი ავიამზიდი „ადმირალი კუზნეცოვი“ სარემონტო სამუშაოებისას დაზიანდა

ავიამზიდი „ადმირალი კუზნეცოვი“ სარემონტო სამუშაოების დროს დაზიანდა. ინციდენტი მურმანსკის ბაზაზე მოხდა. გიგანტური პლატფორმა, რომელსაც ხომალდი ეჭირა, ჩაიძირა. მიზეზი დოკის ცისტერნები გახდა, რომლებიც ელექტროენერგიის შეფერხებით მიწოდების გამო წყლით გაივსო.

დაშავდა 4 ადამიანი, ერთი კი უგზო-უკვლოდ დაიკარგა. მაშველებმა ბორტიდან 71 მუშა გაიყვანეს. ადმირალი კუზნეცოვი ბოლოს სირიის სამხედრო კამპანიაში მონაწილეობდა. მისი დახმარებით რუსული მოიერიშეები ამბოხებულთა პოზიციებს ბომბავდნენ.

დღის ამბები