„ვამაყობ ჩემი ხალხით, ვისთვისაც მთავარი ღირსებაა და არაფერი სხვა,“ - ქართველი ამომრჩევლისადმი მადლობით დაიწყო მსოფლიო ბანმა საკუთარი მიმართვა.
პაატა ბურჭულაძემ არჩევნების შედეგებზე ისაუბრა და საზოგადოებას მადლობა გადაუხადა, რომ მათ რეალურად აჩვენეს მმართველ გუნდს, თუ როგორი პრობლემები დგას ქვეყნაში.
ბურჭულაძე ამბობს, რომ ყველა ამ პრობლემის სათავე ბიძინა ივანიშვილია.
„მე მინდა, ვუთხრა მათ, რა არის მთავარი პრობლემა, იგივეს გეტყვით ნებისმიერი მოქალაქე ქუჩაში რომ გააჩეროთ და ეს არის ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც სჭირდება მხოლოდ მორჩილები, რომლებიც ყველაფერზე თავს უქნევენ, მაგრამ თავისუფალი ხალხი არ შეიძლება, მართოს მონამ, ეს შეუძლებელია,“ - ამბობს ბურჭულაძე.
ის მოუწოდებს პროკურატურას, დახუროს ფონდ იავნანას წინააღმდეგ მიმდინარე საქმე, რადგან, ბურჭულაძის თქმით, მის მიმართ გაჟღერებული ბრალდებები სიმართლეს არ შეეფერება.
„ძალიან რთულია ფონდის წინააღმდეგ ჩადენილ სისტემურ დანაშაულს შეცდომა დავარქვა, მაგრამ გამოდით და აღიარეთ, რომ ეს ყველაფერი იყო სიცრუე. უკვე მეორე წელია, ხდება ფონდის და ჩემი დისკრედიტაცია. ამის ქართულ ოცნებაში არავის სჯერა, მაგრამ არცერთი მათგანი ხმას არ იღებს, რომ ივანიშვილს არ აწყენინოს - ეს არ არის მონობა?
"ძალადობა დაიწყო ფონდ იავნანათი და მივიდნენ ახალქალაქამდე. სანამ დროა, გონს მოეგეთ, ნუ დარჩებით მონებად, მიიღეთ სასიკეთო გადაწყვეტილებები, გაემიჯნეთ ბიძინა ივანიშვილს, დახურეთ ეს საქმე,“ - ამბობს ბურჭულაძე.