19 ნოემბერი 2024,   19:23
ვრცლად
თავდასხმა ოპოზიციის დამკვირვებლებზე - გაერთიანებული ოპოზიცია "ქართულ ოცნებას" პოლიტიკურ რევანშში ადანაშაულებს 

გაერთიანებული ოპოზიცია ქართულ ოცნებას პოლიტიკურ რევანშში ადანაშაულებს. გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბი მუშაობის საგანგებო რეჟიმზე დღის სამი საათიდან გადავიდა, მას შემდეგ, რაც ოპოზიცის დამკვირვებლებს სასტიკად გაუსწორდნენ და პრეზიდენტობის კანდიდატის შტაბთან დამკვირვებლებს სცემეს.

ახალქალაქში მომხდარი ძალადობა არ უკვირთ ევროპულ საქართველოში. პარტიაში ამბობენ, რომ ქართულმა ოცნებამ საარჩევნო პერიოდში სწორედ ოპონენტების ზიზღისა და დაპირისპირების პოლიტიკა აირჩია.

ახალქალაქში მომხდარ ძალადობაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა უმრავლესობას არ აუღია. მიუხედავად იმისა, რომ თავდამსხმელებს შორის ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული პირები ფიგურირებენ, ბიძინა ივანიშვილის გუნდი ამტკიცებს, რომ ოპოზიციამ მისვე მხარდამჭერები თავადვე სცემა.

უმცირესობამ ქართულ ოცნებას არჩევნების შედეგების აღიარება ურჩია, უმრავლესობამ კი ისევ 9 წელი და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები გაიხსენა.

პრეზიდენტმა კი ხელისუფლებას მოუწოდა, მეორე ტურის მშვიდ ვითარებაში ჩატარება უზრუნველყოს.

გიორგი მარგველაშვილის სახელით განცხადება მისმა საპარლამენტო მდივანმა გააკეთა.

პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ძალადობრივი ქმედებების აღკვეთაზე ქართული ოცნების პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ უნდა იზრუნოს.

ახალქალაქში მომხდარი ინციდენტის შესწავლა დაიწყო სახალხო დამცველმა.

ომბუდსმენი ამბობს, რომ ის ამ გამოძიებას მონიტორინგს გაუწევს იმისათვის, რომ მომხდარ ფაქტს შესაბამისი კვალიფიკაცია მიენიჭოს. 

დღის ამბები