19 ნოემბერი 2024,   19:17
ვრცლად
არ დავუშვებთ რუსული მატრიოშკას გაპრეზიდენტებას - ნუკრი ქანთარია საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე საუბრობს

პარლამენტის სხდომათა დარბაზში უკიდურესად დაძაბული პოლიტიკური დებატები და მწვავე ურთიერთბრალდებები ისმოდა.

არჩევნების პირველი ტურის შედეგების შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციის წინააღმდეგ შეტევის ახალი რაუნდი დაიწყო, რაშიც "ქართულ ოცნებას" ღია მხარდაჭერა "პატრიოტთა ალიანსმაც" გამოუცხადა. გადაძახილი და სიტყვიერი შეურაცხყოფები პარლამენტის დარბაზში ისმოდა.

„ქართული ოცნებისა“ და „პატრიოტთა ალიანსის“ გაღიზიანება საპარლამენტო ოპოზიციის იმ შეფასებებმა გამოიწვია, რომელიც არჩევნების პირველ ტურთან დაკავშირებით ისმოდა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ სალომე ზურაბიშვილი არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვებს. უმრავლესობის დეპუტატები ამბობენ, რომ გრიგოლ ვაშაძის პრეზიდენტად არჩევა რუსულ ინტერესებში შედის.

„ჩვენ არ დავუშვებთ რუსული მენტალიტეტის ჩინოვნიკის მატრიოშკას გაპრეზიდნეტებას, რომლის შიგნით ზის სააკაშვილი, იმის შიგნით ზის მერაბიშვილი და სხვა მატრიოშკებში სხედან სხვადასხვა დამნაშავეები, სხვადასხვა კალიბრის,“-ამბობს ნუკრი ქანთარია.

საპარლამენტო უმცირესობის წევრები კი აცხადებენ, რომ ხელისუფლება არჩევნებში სალომე ზურაბიშვილის დამარცხებას მხოლოდ „რუსთავი 2“-ს ტყუილად აბრალებს.

საპარლამენტო ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ხელისუფლების დამარცხება მხოლოდ გაზრდილმა სიღარიბემ და შევარდნაძის ხელისუფლების დროინდელი კორუფციის დაბრუნებამ გამოიწვია.

"პატრიოტთა ალიანსის" დეპუტატი ემზარ კვიციანი კი ამბობს, რომ "ომი რუსეთმა დაიწყო, მაგრამ სააკაშვილის ხელით". კვიციანი ამბობს, რომ მმართველმა გუნდმა ყველაფერი უნდა გააკეთოს,რომ არ გაიზარდოს ოპოზიციის მხარდამჭერთა რიცხვი.

საპარლამენტო უმრავლესობაში კი აცხადებენ, რომ ძალადობის ესკალაცია ახალქალაქში გრიგოლ ვაშაძის შტაბის წევრებმა გამოიწვიეს, როცა პლაკატები ჩამოხიეს. არჩილ თალაკვაძე მოუწოდებს საგამოძიებო ორგანოებს დაადგინონ რა მოხდა ახალქალაქში. 

დღის ამბები