19 ნოემბერი 2024,   19:20
ვრცლად
"ქართულ ოცნება" პარლამენტიდან მარიხუანას კულტივაციისა და ექსპორტის კანონპროექტის გაწვევაზე ალაპარაკდა   

არჩევნებზე განცდილი მარცხის შემდეგ, " ქართულ ოცნება" პარლამენტიდან მარიხუანას კულტივაციისა და ექსპორტის კანონპროექტის გაწვევაზე ალაპარაკდა. საკითხი დილიდან ბიუროს სხდომაზე განხილვის თემაა.

"ქართული ოცნების" წევრმა აკაკი ზოიძემ აღიარა, რომ ხელისუფლებას კანონი პარლამენტიდან მხოლოდ იმის გამო გააქვს, რომ "ოცნებას" ამომრჩეველი დააკარგვინა.

„ეს თემები მაინც არ არის გახსნილი, შესაბამისად, გარკვეულ ჩვენ ამომრჩეველზე, ჩვენ მოქალაქეებზე რეალურად, ნეგატიურად მოქმედებს,“ - აღნიშნა აკაკი ზოიძემ.

სხდომაზე საკითხის განიხილავს კამათი მოჰყვა. მწვავე შეფასების გამო, ოპოზიციის წარმომადგენელს, რომან გოცირიძეს, ვიცე სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა მიკროფონი გამოურთო.

პარლამენტმა საბოლოოდ კანონპროექტის გაწვევა ვერ შეძლო, რადგან აღმოაჩინეს, რომ ამისთვის "ოცნების" მთავრობის ნებართვაა საჭირო, რომელმაც კანონპროექტის ინიცირება მოახდინა პარლამენტში.

„გაწვევა კანონპროექტის შეუძლია კანონპროექტის ინიციატორს, რომელიც არის მთავრობა, ჩვენ ვერ გავიწვევთ აქ მჯდომი ადამიანები,“ - განაცხადა „ქართული ოცნების” წევრმა, თამარ ჩუგოშვილმა. 

დღის ამბები