19 ნოემბერი 2024,   19:14
ვრცლად
"ვერავითარ პროვოკაციაში, ვერავითარ არეულობაში ხელისუფლება ვერ ჩაგვითრევს" - გრიგოლ ვაშაძე

გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთობაშია"-ს პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე რუსთავში მოსახლეობას შეხვდა. გრიგოლ ვაშაძემ მადლობა გადაუხადა მოქალაქეებს მხარდაჭერისათვის. მისი თქმით, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ მყისიერად დაიწყება მოსახლეობის პრობლემების გადაჭრა - პენსია გახდება 400 ლარი, მასწავლებლის ხელფასი 1000 ლარი, ხოლო პოლიციელის 200 ლარი, გამოცხადდება მორატორიუმი უსამართლო კრედიტებზე.

გრიგოლ ვაშაძის თქმით, ეროვნული, კოალიციური ხელისუფლება უარს იტყვის შუღლზე და შურისძიებაზე და ქვეყნის სასიკეთოდ გააერთიანებს ყველა პროფესიონალ ადამიანს მიუხედავად მათ პოლიტიკური მიკუთვნებისა. 

„ხედავთ რა განწყობაა საქართველოს ყველა ქალაქში, ყველა რეგიონში. გავიმარჯვეთ პირველ ტურში, გავიმარჯვებთ მეორეში. ვერავითარ პროვოკაციაში ხელისუფლება ვერ ჩაგვითრევს, ვერავითარ არეულობაში ხელისუფლება ვერ ჩაგვითრევს, ვერავითარ შეურაცხყოფების გაცვლაში ხელისუფლება ვერ ჩაგვითრევს, იმიტომ რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში, წყნარად, მშვიდად, ყოველგვარი რევანშის, შურისძიების გარეშე, იმისათვის რომ საყრდენად დავუდგეთ საქართველოს მოქალაქეს და გადავარჩინოთ საქართველოს სახელმწიფო,“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

დღის ამბები