19 ნოემბერი 2024,   17:20
ვრცლად
გაყალბების მექანიზმები და ამომრჩეველზე ზეწოლა - გრიგოლ ვაშაძემ არასამთავრობო ორგანიზაციებს პირველ ტურში გამოვლენილი დარღვევები გააცნო

გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის დროს გამოვლენილი დარღვევები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გააცნო.

პრეზიდენტობის კანდიდატმა მესამე სექტორის წარმომადგენლებს გაყალბების მექანიზმებზე, უბნებთან მობილიზებულ კოორდინატორებზე, შტაბიდან განხორციელებულ ზარებსა და ამომრჩევლის ნებაზე ზეწოლასთან დაკავშირებით, მის ხელთ არსებული ინფორმაცია მიაწოდა.

სამოქალაქო სექტორმა გრიგოლ ვაშაძესთან შეხვედრაზე ამ გამოწვევების გადაჭრის გზები განიხილა.

სამოქალაქოს სექტორის მთავარი რეკომენდაცია მეორე ტურამდე საარჩევნო კამპანიის მშვიდ ვითარებაში, არაძალადობრივი მეთოდებით წარმართვაა.

მესამე სექტორში მიიჩნევენ, რომ პასუხისმგებლობა პროცესზე ორივე მხარეს აქვს, თუმცა განსაკუთრებით ხელისუფლების წარმომადგენლებს.

სამოქალაქო სექტორის ყველა წარმომადგენელმა დღეს რამდენჯერმე გაიმეორა, რომ არჩვენების წინ სალომე ზურაბიშვილთან შესახვედრადაც მზად არიან, თუმცა ასეთი სურვილი მმართველი გუნდის მხარდაჭერილ კანდიდატს არ გამოუხატავს.

დღის ამბები