19 ნოემბერი 2024,   17:27
ვრცლად
ივანიშვილი თუ პრეზიდენტის პოსტს ჩაიგდებს ხელში, იმ წამში დააბრუნებენ ამ კანონპროექტს - ვაშაძე მარიხუანას კულტივაცია/ექსპორტის კანონპროექტის გაწვევაზე

გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე მთავრობის გადაწყვეტილებას ეხმაურება და ამბობს, რომ მარიხუანა ექსპორტისა და კულტივაციის შესახებ კანონპროექტის პარლამენტიდან გაწვევის გადაწყვეტილება საზოგადოების გამარჯვებაა.

გრიგოლ ვაშაძის თქმით, ეს იყო მაგალითი, თუ რა შეუძლია საზოგადოებას თუკი ის გაერთიანდება.

გრიგოლ ვაშაძე საზოგადოებას ახსენებს, რომ მარიხუანას კულტივაცია/ექსპორტის კანონპროექტი პირადად ბიძინა ივანიშვილი დაკვეთა იყო და თუ მმართველი პოლიტიკური ძალა პრეზიდენტის სავარძელს ხელში ჩაიგდებს ეს კანონპროექტი უკან დაბრუნდება.

„დღეს ხელისუფლებამ ვერ გაუძლო საქართველოს მოქალაქის წნეხს, რომელმაც კიდევ ერთხელ აჩვენა თავის ძალა და ეს არის საქართველოს ყველა მოქალაქის, სამოქალაქო საზოგადოებისა და გაერთიანებული ოპოზიციის გამარჯვება.

„თუ მათ პრეზიდენტის პოსტი ჩაიგდეს ხელში იმ წამში დააბრუნებენ ამ კანონპროექტს. რადგან ოლიგარქი არ იტყვის უარს, როგორც ის თავად ამბობდა 500% მოგებაზე,“-ამბობს ვაშაძე.

პარლამენტიდან კანაფის კულტივაცია/ექსპორტის შესახებ კანონპროექტს გაიწვევენ, ამის შესახებ ცნობილი საპატრიარქოში გამართული შეხვედრის შემდეგ გახდა.

ირაკლი კობახიძემ და გიორგი გახარიამ საპატრიარქოში პატრიარქი მოინახულეს და კანონპროექტის შესახებ იმსჯელეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები