19 ნოემბერი 2024,   17:44
ვრცლად
ეს არის რეალურად ძალადობრივი კამპანია, თავდასხმები, შეურაცხყოფა - არჩილ თალაკვაძე ენმ-ის აკრიტიკებს

„არ შემიძლია უყურადღებოდ დავტოვო ის უღირსი კამპანია, რომელსაც აწარმოებს ნაციონალური მოძრაობა და მათი საარჩევნო შტაბი,“ - ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრმა, არჩილ თალაკვაძემ პარტიის ოფისში გააკეთა.

არჩილ თალაკვაძე "ნაციონალურ მოძრაობას" აკრიტიკებს და აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ამომრჩევლების და მხარდამჭერების მიმართ გაერთიანებული ოპოზიციის წევრები ძალადობრივ ქმედებებს მიმართავენ.

თალაკვაძის თქმით, ოპოზიცია მმართველი პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდამჭერების მიმართ თავდასხმებს სოციალურ ქსელითაც ახორციელებს.

„არ შემიძლია უყურადღებოდ დავტოვო ის უღირსი კამპანია, რომელსაც აწარმოებს ნაციონალური მოძრაობა და მათი საარჩევნო შტაბი, თითქმის, ქვეყნის მასშტაბით არაერთ რეგიონში ჩვენი მხარდამჭერების მიმართ. ეს არის რეალურად ძალადობრივი კამპანია, თავდასხმები, შეურაცხყოფა - ის რეალურად, რასაც საზოგადოებამ უთხრა უარი 2012 წელს და არც მომავალში არ აპირებს საქართველო, რომ აირჩიოს ეს სტილი შეურაცხყოფის და დაპირისპირებას,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

„ქართულ ოცნებაში“ მეორე ტურისთვის სრული მობილიზებაა. მართველი პარტიის წევრები აცხადებენ, რომ აქტიურ საარჩევნო კამპანიაზე გადადიან. დღეს დილიდან ცენტრალურ ოფისში შეხვედრები მიმდინარეობს.

პარტიის ოფისში რეგიონული ორგანიზაციის წარმომადგენლებს და მაჟორიტარ დეპუტატებს ხვდებიან. მთავარი თემა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის მმართველი პარტიის სტრატეგიაა. 

 

ავტორი: ნინო გაზდელიანი

დღის ამბები