19 ნოემბერი 2024,   17:42
ვრცლად
შეეშვით ხალხის დაშინებას, არავითარი დაპირისპირება არ იქნება - გიორგი ვაშაძე ბიძინა ივანიშვილს პასუხობს

„ქართული ოცნების“ პარტიის თავმჯდომარის საგანგებო მიმართვას, სადაც ის ოპოზიციის რევანშისტულ მიზნებზე საუბრობს, გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას“ ერთ-ერთი ლიდერი პასუხობს.

გიორგი ვაშაძის თქმით, ივანიშვილი და მისი გუნდის წევრები საზოგადოების დაშინებას ცდილობენ. ვაშაძის განცხადებით, გაერთიანებული ოპოზიციაა იმის გარანტია, რომ გრიგოლ ვაშაძის გამარჯვების შემთხვევაში ქვეყანაში არანაირი პოლიტიკური დაპირისპირება არ მოხდება.

„თქვენ მილიონმა ადამიანმა გამოგიცხადათ სრული უნდობლობა. ის, რაც მოვისმინეთ, ეს არის კიდევ ერთი ტყუილი დაპირებები,  რომელ სიტყვასაც უკვე ფასი აღარ აქვს საქართველოს არცერთი მოქალაქისთვის.

რაც ყველაზე მთავარია შეეშვით ხალხის დაშინებას. არანაირი დაპირისპირება, არანაირი ანგარიშსწორება არ იქნება ქვეყანაში  ჩვენ ვართ გარანტი იმის, რომ ყოველგვარი დაპირისპირების გარეშე მშვიდობიანად მოხდება ხელისუფლების ცვლილება.

ყველა თქვენს ძალადობრივ ფაქტზე, რასაც თქვენ ახორციელებთ ამ დღეების მანძილზე ჩვენ მშვიდობით გპასუხობთ.

ეს სიტყვა რასაც თქვენ ამბობთ, რა კავშირშია ახალქალაქში თქვენს მიერ მოწყობილ მართლა თავ-პირის მტვრევასთან, რაც ჩვენს აქტივისტებს მოუწყვეთ.

ჩვენ მშვიდად და წყანარად დავიწყებთ ქვეყნის აღმშენებლობის პროცესს და სრულიად ახალი განვითარების ეტაპს,“-ამბობს გიორგი ვაშაძე.

გიორგი ვაშაძე ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გასულ სიუჟეტსაც გამოეხმაურა. მისი თქმით, ტელეკომპანიამ მინიმუმ ბოდიში უნდა მოიხადოს, რადგან მისი ძმა  რუს კონსულტანტად ევგენი რეშეტნიკად გაასაღეს.

„მინდა „იმედს“ და ბევრ ღირსეულ ჟურნალისტს, რომელიც იქ არის მივმართო, მესმის ,რომ საგანგებო რეჟიმში ხართ, მაგრამ რაღაცას ხომ აქვს საზღვარი“-ამბობს ვაშაძე.

დღის ამბები