19 ნოემბერი 2024,   17:35
ვრცლად
"მან პრაქტიკულად დააანონსა ძალადობრივი რეჟიმის, უშუალო მწამებლების შეწყალება" - კახა კალაძე გრიგოლ ვაშაძის ინტერვიუს ეხმაურება  

"ქართული ოცნების" გენერალური მდივანი, გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის ინტერვიუს ეხმაურება, რომელიც მან გამოცემა "დოიჩე ველეს" მისცა. 

კახა კალაძის განცხადებით, გრიგოლ ვაშაძემ ინტერვიუში ღიად დააანონსა ძალადობრივი რეჟიმის არქიტექტორებისა და უშუალო მწამებლების უპირობო შეწყალება. 

დედაქალაქის მერის განცხადებით, ვაშაძის ინტერვიუ მოწმობს, რომ ქვეყნის განვითარების ნაცვლად ოპოზიცია არეულობის დაწყებას აპირებს.  

„დოიჩე ველესთან ინტერვიუთი, გრიგოლ ვაშაძემ დაასრულა ნაციონალური მოძრაობის ერთ კვირიანი მასკარადი ვითომდა და მათ კონსტრუქციულ გეგმებზე. მან პრაქტიკულად ჩვენება მისცა დოიჩე ველეს და კვლავ ღიად დააანონსა ძალადობრივი რეჟიმის არქიტექტორებისა და უშუალო მწამებლების უპირობო შეწყალება. ჩვენ გვაქვს არაორდინალური სიტუაცია, როდესაც პრეზიდენტობის კანდიდატი არა ქვეყნის განვითარებას, არა საკუთარი კონსტიტუციური მოვალეობის პირნათლად შესრულებას, არამედ ასი ათასი კაცის გამოყვანას და ქვეყანაში არეულობის დაწყებას ჰპირდება. ჩვენი პოლიტიკური გუნდი, ქართველ ხალხთან ერთად არის და იქნება იმის გარანტი, რომ საქართველოში აღარასდროს განხორციელდება ნაციონალური მოძრაობის რევანშისტული, რევოლუციური ზრახვები,“ - განაცხადა კახა კალაძემ.

სალომე ზურაბიშვილის შემდეგ გერმანულმა გამოცემა "Deutsche Welle"-მ ინტერვიუ პრეზიდენტობის ოპოზიციურ კანდიდატთან გრიგოლ ვაშაძესთან ჩაწერა.

გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი საუბრობს პირველი ტურის შედეგებზე, რუსეთზე და ბიძინა ივანიშვილზე. გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, დღეს "ქართულ ოცნებას" და ივანიშვილს ქართული საზოგადოება როგორც ჩუტყვავილას ისე ებრძვის.

 

 

დღის ამბები