ფინეთის დედაქალაქში ევროპის სახალხო პარტიის კონგრესი იმართება. 40 ქვეყნის წარმომადგენლებთან ერთად შეხვედრაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრებიც მონაწილეობენ.
EPP-ის სხდომას დაესწრება გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე, რომელსაც ორმხრივი შეხვედრები აქვს დაგეგმილი.
სწორედ საპრეზიდენტო არჩევნებზე იყო საუბარი EPP-ის პოლიტიკურ ასამბლეაზე. "ევროპის სახალხო პარტიის" წევრები კარგად არიან ინფორმირებული, თუ როგორ ჩაიარა საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების პირველმა ტურმა. გარდა ამისა, ისინი პოზიტიურად აფასებენ იმ ფაქტს, რომ „ევროპული საქართველო“ მხარს უჭერს გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს მეორე ტურში.
„უკიდურესად მნიშვნელოვანი სიგნალი იქნება საქართველოდან ჰყავდეს ოპოზიციიდან არჩეული პრეზიდენტი. ეს მოახდენს იმის ლუსტრირებას, რომ საქართველოში დემოკრატია მუშაობს და ფუნქციონირებს,“ - განაცხადა ევროპარლამენტის დეპუტატი შვედეთიდან, ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენელმა, გუნარ ჰოკმარკიმ.
საქართველოში ჩატარებული არჩევნების შესახებ განცხადება გააკეთა ევროპარლამენტის დეპუტატმა ჩეხეთიდან, ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენელმა, იარომირ შტეტინამ.
„ე.წ. დამოუკიდებელ კანდიდატს სამჯერ მეტი ფული ჰქონდა ვიდრე ოპოზიციის კანდიდატს. ეს თავისთავად საეჭვოს ხდის მის დამოუკიდებლობას. პრინციპში ისინი მეოცნებეები არიან,“ - განაცხადა იარომირ შტეტინამ.