19 ნოემბერი 2024,   17:42
ვრცლად
ამორალური განცხადებები, უზნეობა - საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერები "ევროპული საქართველოს" ულტიმატუმს პასუხობენ

„ევროპული საქართველოს“ ულტიმატუმს, რომ ხელისუფლებამ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის რეკომენდაციები შეასრულოს, მმართველ გუნდში ეხმაურებიან. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლების თქმით, საპარლამენტო უმცირესობის რეზოლუციის ახალ პროექტს მხარს არ დაუჭერენ.

პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ოპოზიციის განცხადებებს ამორალური უწოდა.

„მე დღევანდელი ოპოზიციის ამორალურ განცხადებებზე ვერაფერს ვიტყვი. არ შეიძლება, საუბრობდე რუსი შკლიაროვის მიერ დაწერილი გზავნილებით. ამ გზავნილებს ვერავითარი გამართლება ვერ ექნება. ის სახე, რომელიც „ნაცმოძრაობამ“ 11 წლის წინ აჩვენა, არის დღესაც აქტუალური და დღესაც ეს სახე არის სასტიკი და მახინჯი, რომელსაც არავითარი კავშირი არ აქვს ევროპულ და დასავლურ ღირებულებებს,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საგამოძიებო კომისიის წევრმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა „ევროპული საქართველოს“ მიერ წარდგენილ დასკვნას პოლიტიზირებული უწოდა. მისი თქმით, საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლების მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს არ იზიარებს.

„პოლიტიზირებული დასკვნის ახლა, წინასაარჩევნოდ ამოწევა, არის უბრალოდ უზნეობა,“- განაცხადა ცქიტიშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის თქმით, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან კონსულტაციები გაიმართა და ისინი მზად არიან, პარლამენტში მივიდნენ და შეკითხვებს პასუხი გასცენ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები