19 ნოემბერი 2024,   19:22
ვრცლად
ბოლო 5 წელში ხელისუფლებამ წარმომადგენლობითი მიზნებისთვის 50 მილიონი ლარი დახარჯა - "გამჭვირვალობა-საქართველო"

ბოლო 5 წლის განმავლობაში ხელისუფლებამ წარმომადგენლობითი მიზნებისთვის 50 მილიონი ლარი დახარჯა. სხვადასხვა სამთავრობო უწყების წარმომადგენლობითი ხარჯები „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ გაანალიზა.

არასამთავრობო ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის თქმით, მხოლოდ 2017 წელს 12 მილიონი ლარი დაიხარჯა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციით, წარმომადგენლობითი მიზნებისთვის თანხების დახარჯვაში შინაგან საქმეთა სამინისტრო ლიდერობს.

„ბოლო პერიოდში 2013-დან 2017 წლამდე სახელმწიფომ წარმომადგენლობითი მიმართულებით 50-მდე მილიონი დახარჯა, 2017 წელს, თითქმის, 12 მილიონი. მიტომ ჩვენთვის ამასთან დაკავშირებით არის კითხვის ნიშნები იმიტომ, რომ სახელმწიფომ უნდა დაასაბუთოს, რამდენად საჭირო იყო ამ თანხების გახარჯვა, ასევე ამ მიმართულებით ყველაზე მეტად ლიდერობს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საკმაოდ დიდი თანხები იხარჯება თბილისის მერიის მხრიდან,“- განაცხადა ეკა გიგაურმა.

 

დღის ამბები