19 ნოემბერი 2024,   17:24
ვრცლად
„წარმომადგენლობითი ხარჯების გარკვეული მატება გვქონდა 2017 წელს" - იზორია TI-ის კვლევას ეხმაურება 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ (TI) კვლევის შედეგებს, რომლის მიხედვით, ბოლო 5 წლის განმავლობაში ხელისუფლებამ წარმომადგენლობითი მიზნებისთვის 50 მილიონი ლარი დახარჯა, მთავრობის წევრები ეხმაურებიან.

თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია უწყების მხრიდან 2017 წელს წარმომადგენლობითი ხარჯების მატებას ადასტურებს. მისი თქმით, ორი მნიშვნელოვანი ღონისძიების გამო, სამინისტროს ხარჯების გაწევა მოუწია.

„წარმომადგენლობითი ხარჯების გარკვეული მატება გვქონდა 2017 წელს, რაც იყო განპირობებული ობიექტური გარემოებებით, კერძოდ, 2017 წელს ჩვენ ვმასპინძლობდით ნატო-საქართველოს სამხედრო კომიტეტს და მხოლოდ ეს ღონისძიება, დაახლოებით, დაჯდა 350 ათასი ლარი. ჩვენ გვქონდა ორი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიება 2017 წელს, გვქონდა უპრეცედენტო რაოდენობა საერთაშორისო ვიზიტებისა, მათ შორის კოლეგა მინისტრების ვიზიტების. წელს კი წარმომადგენლობითი ხარჯები 2017-თან შედარებით საკმაოდ დაბალია,“- განაცხადა ლევან იზორიამ.

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო აცხადებს, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ ხარჯებთან დაკავშირებით ზუსტი რიცხვები ვერ მოიძია.

„არასამთავრობო ორგანიზაციამ გადაწყვიტა, მოეკვლია, თუმცა ციფრები ვერ მოიძია, ამა თუ იმ ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზის გამო, ვერ მოიპოვა ეს ციფრები, მაგრამ ვარაუდობს, რომ ეს ციფრები გაბერილი იყო,“- განაცხადა დავით სერგეენკომ.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა „გამჭვირვალობა-საქართველოს“ კვლევასთან დაკავშირებით კომენტარი არ გააკეთა, რადგან მისი თქმით, დოკუმენტს არ გასცნობია.

ამავე თემაზე
დღის ამბები