19 ნოემბერი 2024,   17:42
ვრცლად
ეკა ბესელიამ შესაძლოა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი დატოვოს - შემცვლელად ანრი ოხანაშვილი განიხილება

“ქართული ოცნების“ დეპუტატმა ეკა ბესელიამ, შესაძლოა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი დატოვოს და სპიკერატში გადაინაცვლოს. გავრცელებული ინფორმაციით, შეთავაზება ეკა ბესელიამ გუნდისგან უკვე მიიღო.

მმართველი გუნდის წევრები ამბობენ, რომ ეკა ბესელიას დაწინაურების თემაზე, საბოლოო გადაწყვეტილებას არჩევნების მეორე ტურის შემდეგ მიიღებენ. სავარაუდოა, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის სპიკერატში გადაყვანა, ე.წ. ძველი გვარდიის პოზიციების გამყარებას და ახალი სახეების ჩანაცვლებას უკავშირდება.

ეკა ბესელიას შემცვლელად კი დეპუტატი ანრი ოხანაშვილი სახელდება. თავად ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ მედიაში შესაძლოა სხვადასხვა სახის ინფორმაცია გავრცელდეს ამიტომ მმართველი გუნდი ყველაფერზე კომენტარს ვერ გააკეთებს.

„ნებისმიერ სახის საკადრო გადაწყვეტილება, რომელიც კი შეიძლება იყოს მიღებული, ამის შესახებ იქნება მსჯელობა პირველ რიგში გუნდის შიგნით და ოფიციალურად ეცნობა ამის შესახებ საზოგადოებას,“-განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

დღის ამბები