5 მიწისძვრა ბოლო 48 საათის განმავლობაში - სეისმოლოგებს გახშირებული მიწისძვრები აშინებთ. მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის უმრავლესობას ბიძგები არ უგრძვნია, სპეციალისტები ამბობენ, რომ ვითარება საგანგაშოა.
უფრო ძლიერი ბიძგების შემთხვევაში ქალაქში კატასტროფული შედეგები ექნება. განსაკუთრებული საფრთხე, სპეციალისტების გათვლებით მაღალსართულიანი შენობებს ემუქრება.
სეისმოლოგებთან ერთად გეოლოგებიც ამბობენ, რომ ახალაშენებული კორპუსების ნაწილი სეისმურად არამდგრადი და უხარისხოა, რის გამოც ვითარება კიდევ უფრო მძიმდება.
ზედამხედველობის სამსახური სამშენებლო პროექტებს ამოწმებს, თუმცა იყო შემთხვევი როდესაც მშენებლებმა გაყალბებული დოკუმენტები წარადგინეს. არქიტექტორთა პროფესიულ გაერთიანებაში აცხადებენ, რომ საამშენებლო კონტროლის მექანიზმი უნდა გამკაცრდეს.
რეკომენდაციის მიუხედავად, დედაქალაქის მერი, კახა კალაძე აცხადებს, რომ სპეციალისტების კვლევა ნაკლებად სარწმუნოა და უფრო საფუძვლიან არგუმენტებს ითხოვს, მანამდე კი ზედამხედველობის ნორმების გამკაცრებას არ გეგმავს.
სტატისტიკური მონაცემებით მცირე მიწისძვრების შემთხვევები ყოველწლიურად მატულობს.
ბოლოს თბილისში დამანგრეველი მიწისძვრა რამდენიმე წლის წინ დაფიქსირდა, მაშინ შენობების დიდი ნაწილი დაზიანდა და რამდენიმე მათგანი დაინგრა, 2002 წელს კი 4,5 მაგნიტუდის ბიძგებს 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.