19 ნოემბერი 2024,   17:43
ვრცლად
აქცია პარლამენტის წინ - სარალიძის დედა შეუძლოდ გახდა

ზაზა სარალიძის დედა სასწრაფო დახმარების ბრიგადას სავადმყოფოში გადაჰყავს. ის შეუძლოდ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე გახდა.

ელისო კილაძის განმარტებით, მას სამართალდამცავებმა „გადაურეს“.

ადგილზე იმყოფებოდნენ ასევე კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები, რომლებმაც კარვების წაღება სცადეს.

დღეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა პარლამენტის წინ შვილმოკლული მამებისთვის სოლიდარობის გამოცხადების მიზნით კარვები მიიტანეს.

სამართალდამცავებმა მესამე სექტორის წარმომადგენლებს კარვების გაშლის საშუალება არ მისცეს და კარვების ნაწილი წაართვეს, რასაც მოჰყვა დაპირისპირება.

აქციის მონაწილეებმა რამდენიმე კარავის გაშლა მოახერხეს. 

დღის ამბები