19 ნოემბერი 2024,   17:42
ვრცლად
"ერთადერთი რამ, რომ ეს ყველაფერი შეიცვალოს, არის სრული საზოგადოებრივი კონსოლიდაცია" - მოძრაობა "მწვანე მუშტის" აქტივისტი

„ერთადერთი რამ, რომ ეს ყველაფერი შეიცვალოს, არის სრული საზოგადოებრივი კონსოლიდაცია, სოლიდარობა, რომელსაც უნდა ედგეს სათავეში სამოქალაქო საზოგადოება,“ - ეს განცხადება მოძრაობა მწვანე მუშტის აქტივისტმა, ირაკლი კუპრაძემ, გააკეთა.

ირაკლი კუპრაძე პარლამენტის წინ იმყოფება, სადაც შვილმოკლული მამების სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს.

კუპრაძე სამართალდამცავების ქმედებას გმობს, რომლებმაც მესამე სექტორის წარმომადგენლებს კარვების გაშლის უფლება არ მისცა.

მისი შეფასებით, პოლიცია პოლიტიკური დაკვეთების შემსრულებელია.

„დღეს ჩვენ აქ შევიკრიბეთ არშემდგარი სახელმწიფოს მოქალაქეები, რომლებიც ვითხოვთ საკუთარი კონსტიტუციური უფლებების განხორციელებას, დაცვას, აღსრულებას იმ ადამიანებისგან, რომლებსაც ამის სურვილი არ გააჩნიათ," - აცხადებს ის. 

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას სტუდენტები უერთდებიან.

დღეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა პარლამენტის წინ შვილმოკლული მამებისთვის სოლიდარობის გამოცხადების მიზნით კარვები მიიტანეს.

სამართალდამცავებმა მესამე სექტორის წარმომადგენლებს კარვების გაშლის საშუალება არ მისცეს და კარვების ნაწილი წაართვეს, რასაც მოჰყვა დაპირისპირება.

აქციის მონაწილეებმა რამდენიმე კარავის გაშლა მოახერხეს.

არასამთავრობო სექტორი გეგმავს, რომ ღამე პარლამენტის წინ გაათენოს. 

დღის ამბები