„ვინ მისცა ამათ უფლება სვეტიცხოვლის დაკეტვის და მლოცველების იქ არშეშვებისა? ეს ოლიგარქიაც აღარ არის, ეს არის ფეოდალიზმი,“- ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ ამომრჩეველთან შეხვედრისას განაცხადა.
ის ბერა ივანიშვილის ჯვრისწერის ცერემონიალის გამო, სვეტიცხოველი დროებით დახურვას გამოეხმაურა. ვაშაძის თქმით, სვეტიცხოვლის დაკეტვა ფეოდალიზმზე მიანიშნებს.
"ოლიგარქის შვილის ქორწილში მთელი მცხეთა ევაკუირებულია, სვეტიცხოვლიდან გამოყარეს ხალხი, მლოცველები და მთელი ქალაქი საგანგებო რეჟიმზე გადაიყვანეს. გილოცავთ, ბატონო ივანიშვილო, შვილის გაბედნიერებას, მაგრამ ეს ფეოდალური სამფლობელო არ არის, მეგობარო, ჩვენი სამშობლოა სუყველასი, საქართველო. სვეტიცხოველი ისე ეკუთვნის სუყველას, როგორც სხვას და არ დაკეტილა არასოდეს ამდენი საუკუნის განმავლობაში,“- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.