„ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ საპრეზიდენტო კანდიდატს კრემლის წარმომადგენლები და პრორუსული პარტია გულშემატკივრობენ.
სალომე ზურაბიშვილს მხარს უჭერს ლადო ბედუკაძე. კანდიდატს მხარდაჭერა ასევე გამოუცხადა „პატრიოტთა ალიანსმა.“ პარტიამ თბილისსა და რეგიონებში მეორე ტურის წინ ზურაბიშვილის მხარდამჭერი აქციები დაანონსა.
სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერთა რიგებშია ლევან მამალაძეც, რომელიც ქრთამისა და თანამდებობის ბოროტად გამოყენებისთვის იძებნება.
თბილისში რამდენიმე დღის წინ „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ აქცია გაიმართა, რომელსაც გოჩა ძასოხოვი ესწრებოდა. ის მოსკოვში მოქმედი საქართველოს ხალხთა ასამბლეის პრეზიდენტობის გარდა, რუსეთის საზოგადოებრივი პალატის წევრია. პალატის წევრებს კი პუტინი პირადად ნიშნავს და ათავისუფლებს. აქციაზე „რუსთავი 2"-ის ჟურნალისტს თავს დაესხა „ქართული ოცნების“ იდეოლოგი, გოგა ხაინდრავა.
სალომე ზურაბიშვილს მხარს უჭერს ტრისტან წითელაშვილი, რომლის სახელთან დაკავშირებულია არაერთი სკანდალური ბრალდება.