23 დეკემბერი 2024,   06:43
ვრცლად
"შუბლს გაგიხვრიტავ, თქვენს სისხლს დავლევო" - სალომე ზურაბიშვილის თქმით, მას ყოფილი სამხედროები ემუქრებიან

მმართველი გუნდის საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, მისი და მისი შვილების მისამართით განხორციელებულ მუქარაზე საუბრობს. 

განცხადება პრეზიდენტობის კანდიდატმა საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა. 

საპრეზიდენტო კანდიდატი ამბობს, რომ მას და მის შვილებს მიუვიდათ ხმოვანი შეტყობინებები, რომელიც სიცოცხლის მოსპობის მუქარას შეიცავს.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, იდენტიფიცირებულები არიან მუქარის ავტორები, რომლებიც "ნაციონალურ მოძრაობასთან" დაკავშირებული ყოფილი სამხედროები არიან.

„ბოლო დღეებში 9, 10 და 11 ნოემბერს განხორციელდა ჩემი შვილების თეიმურაზისა და ქეთევანის,  პირადად ჩემს მიმართ მოკლე ტექსტური და ხმოვანი შეტყობინებები, სადაც ნათლადაა გამოთქმული სიცოცხლის მოსპობის მუქარა.

გამოკვეთილად სხვადასხვა უხამსი სიტყვებით, სამივეს მიმართულებით გაჭღერდა „შუბლს გაგიხვრიტავ, თქვენს სისხლს დავლევ“.

მუქარა რეალურია, რამეთუ ავტორები იდენტიფიცირებული პირები არიან: ყოფილი სამხედროები, თავისივე სტატუსებიდან გამომდინარე, დაკავშირებული „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და მის მეთაურებთან, ძალიან შეურაცხმყოფელია ქვეყნისთვის“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საპრეზიდენტო კანდიდატმა ქვეყანაში მოსალოდნელ დესტაბილიზაციის საფრთხეებზე ისაუბრა. მან არასამთავრობო სექტორს ფაქტით დაინტერესებისკენ მოუწოდა და ვითარების დაძაბვის შემთხვევაში პასუხისმგებლობაც დააკისრა.  სალომე ზურაბიშვილმა ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვებს არ უპასუხა. 

დღის ამბები