19 ნოემბერი 2024,   17:43
ვრცლად
"ადამიანების წამება, მამაკაცების გაუპატიურება" - კობახიძემ "ნაციონალურ მოძრაობას" "კრიმინალური პოლიტიკური ძალა" უწოდა

პარლამენტის ბიუროს სხდომა ურთიერთბრალდებებისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საპარლამენტო ოპოზიციას განუცხადა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" "ბინძური პოლიტიკური ძალაა" და ქვეყანაში არსებული დემოკრატია არ დაუშვებს, მას პოლიტიკური მომავალი ჰქონდეს.

"ეს არის თქვენი დანაშაული, როდესაც მხარი დაუჭირეთ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას, ეს არის უმძიმესი კრიმინალური პოლიტიკური ძალა, ეს იყო ერთ-ერთი დანაშაული, რაც ვთქვი, როდესაც ხელი შეუწყო რუსეთის აგრესიული სცენარის  განხორციელებას. გვახსოვს სხვა დანაშაული: ადამიანების წამება, მამაკაცების გაუპატიურება, ეს უბედურება არის ის, რომელიც ჩაიდინა "ნაციონალურმა მოძრაობამ", მათ არ აქვთ სარკეში ჩახედვის რესურსი.

"ისინი იქ არიან, რაც თქვა ნიკა გვარამიამ, ეს არის ზუსტი დახასიათება იმ მდგომარეობისა, სადაც არიან. ეს არის კრიმინალური, ბინძური პოლიტიკური ძალა, რომელსაც არ აქვს პოლიტიკური მომავალი საქართველოში და ამის გარანტია არის ის დემოკრატიული სისტემა, რომელიც არის ჩამოყალიბებული,"- განაცხადა კობახიძემ.

დღის ამბები