03 ოქტომბერი 2024,   06:43
ვრცლად
ეკონომიკის ექსპერტები ბიუჯეტის კორექტირებას აუცილებლად მიიჩნევენ

ეკონომიკის ექსპერტები ბიუჯეტის კორექტირების აუცილებლობაზე ამახვილებენ ყურადღებას 

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ 2015 წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში ცვლილებები მხოლოდ ადმინისტრაციულ ხარჯებს არ შეეხება.

მათი განმარტებით, შესაძლოა თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებს დაფინანსება შეუმცირდეთ. ექსპერტები ამბობენ, რომ ერთადერთი უწყება, რომლის ბიუჯეტიც არ გადაიხედება, ჯანდაცვის სამინისტრო იქნება.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალი ეკონომიკური სკოლა-საქართველოს” პრეზიდენტის პაატა შეშელიძის თქმით, ბიუჯეტში, რომელიც 5 პროცენტზეა დაგეგმილი, ეკონომიკური ზრდის პარამეტრად აღებულია 2 პროცენტი, ამიტომ მისი შესრულება ძნელია.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები