19 ნოემბერი 2024,   17:43
ვრცლად
"მმართველი პარტია მზად არის, ყველა რესურსი გამოიყენოს არჩევნებში სასურველი შედეგის მისაღებად" - გიორგი მშვენიერაძე

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას ხელმძღვანელი, გიორგი მშვენიერაძე ყალბი პირადობის მოწმობების შესაძლო დამზადებას და მათ შესაძლო გამოყენებას საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებისთვის დაკავშირებით არჩევანის ეთერში ეხმაურება.

გიორგი მშვენიერაძე ამბობს, რომ მმართველი პარტია მზად არის, რომ ყველა რესურსი გამოიყენოს არჩევნებში სასურველი შედეგის მიღების მიზნით. მშვენიერაძე ამბობს, რომ თუნდაც, 600 ათასი მოქალაქისთვის ვალების განულება საარჩევნო სამართალთან შეუსაბამოა.

„შემთხვევები, რომლებიც აღარ არის ერთეული, ეს არის ამომრჩეველთა მოსყიდვის, თუ ამომრჩეველთა ნებაზე ზემოქმედების, ნამდვილად აჩენს განცდას იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლებელია, კითხვის ქვეშ დადგეს თავად არჩევნების ლეგიტიმურობაც, თუკი ეს ტემპი შენარჩუნდება, რომელსაც ახლა ხელისუფლება მისდევს,“ - ამბობს მშვენიერაძე.

არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმაციით, ხელისუფლება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის გასაყალბებლად ემზადება.

მესამე სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათ დაუკავშირდა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში დასაქმებული ერთ-ერთი თანამშრომელი, რომელმაც მიაწოდა ინფორმაცია, რომ მიმდინარეობს პირადობის მოწმობების დაბეჭდვა მეორე ტურისთვის.

გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ყალბი პირადობები განკუთვნილია იმისთვის, რომ მოხდეს მისი სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ გამოყენება.

დღის ამბები