ბიძინა ივანიშვილის განმარტება, რომ მმართველი პარტიის დაკვეთილი კვლევები არასწორი მეთოდიკით ჩატარდა კომიკურია ანალიტიკოსებისთვის.
მესამე სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ივანიშვილის ინტერვიუ ისეთ ასოციაციას აჩენდა, რომ თითქოს გაბრაზებული მეფე ყმების დასჯაზე საუბრობდა.
„გაბრაზებული მეფის სახით ლაპარაკობდა გუშინ ზუსტად ეგრე იყო, რომ ყმებმა გააბრაზეს, როგორ გაბედეს და ყველას გვაწყნარებდა, რომ დასჯის ყმებს პატრონი.
"უცნაური რამ გააჟღერა საგარეო პოლიტიკასთან მიმართებაში, რომ მას ბევრად უკეთესი ურთიერთობა აქვს ვიდრე ჰქონდა და ყველა დაარწმუნა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ცუდია, ეს სრული სიცრუეა იმის ფონზე, როცა გრიგოლ ვაშძე იყო ჩასული ბრიუსელში და ევროპის ლიდერებს შეხვდა, ეს ხალხი ბიძინას არ ხვდება, იმიტომ რომ ის ოლიგარქია, ვაშაძე კი დასავლური ტიპის მისაღები პოლიტიკოსია.
"საკუთარი თავის დაჯერება უფრო იყო, რომ სალომეს შეცდომა კი არ იყო, სალომე არის ყველაზე მაგარი კანდიდატი, იდეალური კანდიდატია, თამარ მეფეა და ა.შ. კომიკურში გადასული, საქართველოს ისტორიის შეურაცხმყოფელი, მაგრამ ივანიშვილის ტიპის განცხადება იყო,“-ამბობს საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) დამფუძნებელი ნოდარ ხარშილაძე.