19 ნოემბერი 2024,   18:38
ვრცლად
14% ცდომილება არის სირცხვილი, ამას კვლევა აღარ ჰქვია... მოლოდინი ჰქონდათ აცდენილი რეალობასთან - ივანიშვილი საკუთარ გუნდს აკრიტიკებს

"იმ დონეზე იყო გუნდი საკუთარ ძალებში დარწმუნებული, რომ პროფესიონალური კველევებიც კი არ ჩაუტარებიათ, ასეთი ცდომილება იყო სირცხვილი," - ასე გააკრიტიკა ბიძინა ივანიშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მისივე პარტიის მიერ დაკვეთილი სოციოლოგიური კვლევები ტელეკომპანია "იმედის" პირდაპირ ეთერში. "ქართული ოცნების" თავმჯდომარე საკუთარ გუნდზე კომპანია "ფსიქო პროექტის" ეგზიტპოლის შედეგების დიდი ცდომილების გამო უკმაყოფილოა და აცხადებს, რომ ხელისუფლების თავდაჯერებულობამ, ხალხი გაანაწყენა.

"ხალხი არის აშკარად განაწყენებული, აშკარად ჩანს რომ გუნდმა დაკარგა გრძნობადობა ხალხთან ურთიერთობის. გაჩნდა ბზარი ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის. გუნდი, რომელიც ხელისუფლების ყველა რგოლს და ყველა შტოს ფლობს, როგორც წესი თვითდაჯერებულობა ემატება. იმ დონზე იყო დარწმუნებული გუნდი საკუთარ ძალებში, რომ კვლევებიც კი პროფესიონალური არ ჩაუტარებიათ, რეალურად პარტიული რესურსით ახერხებდნენ კვლევების ჩატარებას და ესეთი ცდომილება ეს იყო სირცხვილი. ის რასაც ელოდნენ ეგზიტპოლების შემდგომ, მეც კი გამომიყვანეს, ეს იყო სირცხვილი, ძალიან მკაცრი საუბარი გვქონდა ამის შემდგომ. არათუ გრძნობადობა, მოლოდინი ჰქონდათ აბსოლუტურად აცდენილი რეალობასთან. 14% ცდომილება ეს არის  სირცხვილი, ამას კვლევა აღარ ჰქვია... თვითონ გუნდმაც მიიღო ცივი შხაპი,"-აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.

დღის ამბები