03 ოქტომბერი 2024,   06:37
ვრცლად
"რედაქციას მოვთხოვთ ახსნა-განმარტებას," - ასაშვილის პირველი კომენტარი სკანდალურ სტატიაზე

„დღემდე ვართ კარგი მეგობრები და ვართ ერთად,” - ასე ეხმაურება სტამბოლში საქართველოს გენერალური კონსული მის შესახებ თურქულ მედიაში გავრცელებულ სკანდალურ ინფორმაციას. სტატიის თანახმად, ირაკლი ასაშვილს მოლდოველი მეგობარი გოგონას ცემაში ედება ბრალი.

ასაშვილის განცხადებით, აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და თავად მისი პარტნიორიც, რომლის ფიზიკურ შეურაცხყოფაშიც კონსულს ადანაშაულებდნენ, აღშფოთებულია სტატიის შინაარსით.

„ჩვენ ერთობლივად მოვახდენთ რეაგირებას ამ სტატიაზე, რედაქციას მივწერთ წერილს და მოვთხოვთ ახსნა-განმარტებას ამ თემაზე,” - აცხადებს „კურიერთან” საუბრისას ირაკლი ასაშვილი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები