19 ნოემბერი 2024,   17:43
ვრცლად
"ჩვენ გვყავს კრიმინალური რეჟიმი, რომლისთვისაც მოქალაქის მოკვლა არაფერია" -ვაშაძე ონში მისი შტაბის ხელმძღვანელზე განხორციელებულ თავდასხმას ეხმაურება

ონში გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელზეც „ქართული ოცნების“ აქტივისტების მხრიდან თავდასხმა განხორციელდა, უკიდურესად მძიმეა.

ბურდილაძეს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა, ოპერაციამ რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდა. ის მკურნალობას თერჯოლის საავადმყოფოში აგრძელებს.

ნოდარ ბურდილაძის მონახულებას გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე აპირებს. მისი თქმით, გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერებსა და წევრებზე თავდასხმები ხორციელდება.

„ახლახან დასრულდა ჩვენი მეგობრის ოპერაცია, გაერთიანებული ოპოზიცის შტაბის ხელმძღვანელის ონში, რომელიც გუშინ უმოწყალოდ, სასიკვდილოდ გაიმეტეს, უმოწყალოდ დაჭრეს კრიმინალებმა, რომელიც ე.წ. „ქართულ ოცნებასთან“ არიან ასოცირებული. ჩვენს მომხრეებზე, მხარდამჭერებზე, გაერთიანების ლიდერებზე რეგიონებში არის გამოცხადებული ნადირობა. ჩვენ გვყავს კრიმინალური რეჟიმი, რომლისთვისაც მოქალაქის მოკვლა არაფერია,“- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბურდილაძის დაჭრის ფაქტზე დაკავებულია კახა ისაკაძე, თუმცა გაერთიანებული ოპოზიციის ინფორმაციით, თავდასხმაში კიდევ ერთი პირი - გია მეტრეველი მონაწილეობდა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები