არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერი პოლიტიკურ პარტიის „პატრიოტთა ალიანსის“ წევრები რუსეთი დედაქალაქში საგანგებო შეხვედრებზე გაემგზავრნენ.
ინფორმაციას ადასტურებს პარტიის ლიდერი ირმა ინაშვილიც, თუმცა ამბობს, რომ მისი პარტიის წევრები კონფერენციაზე დასასწრებად წავიდნენ.
"იქ არიან წარმოდგენილი სოხუმის და ცხინვალის დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენლები - ეს არის ჩვენი ერთადერთი ინტერესი ამ კონფერენციაში მონაწილეობის. რატომ არის გასაკვირი, რომ ადა მარშანია მონაწილეობს იმ კონფერენციაში ადა მარშანია, რომელიც არის აფხაზი. მთელი თავის სიცოცხლის მანძილზე ის და მის ოჯახი იღწვის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის. ასეთი ტიპის კონფერენციები გაცილებით ადრე იგეგმება და მეორე ტურის ალბათობას წინასწარ ვერავინ განსაჭვრეტად, ამიტომ არავითარ კავშირში ეს არ არის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან,“-ამბობს ირმა ინაშვილი.