„როდესაც მოქალაქე შედის კაბინაში, ის რჩება მარტო და შეუძლებელია, რომ იქ იყოს კამერა და ვინმემ გაიგოს, ვის აძლევს ხმას,“ - ეს განცხადება საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა, შაბათის კურიერის პირდაპირ ეთერში გააკეთა.
გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა საარჩევნო პროცედურებთან დაკავშირებით ისაუბრა. ეკა გიგაურის თქმით, ამომრჩეველს ზეწოლის არ უნდა შეეშინდეს და ის არჩევანი უნდა გააკეთოს, რომელსაც მოქალაქე საჭიროდ მიიჩნევს.
„რაც არ უნდა ამომრჩეველზე ზეწოლა მოახდინოს, მას შეუძლია დაიცვას ხმა,“ - განაცხადა ეკა გიგაურმა.
გიგაურის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ ამომრჩეველს კოორდინატორმა წინასწარ შემოხაზული ბიულეტენი მისცა, მოქალაქეს კაბინაში შეუძლია, ის გადახაზოს და ის კანდიდატი შემოხაზოს, რომელიც მას სურს.
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორის განმარტებით, თუ ამომრჩეველს სთხოვენ, რომ კონკრეტული კანდიდატი შემოხაზო და არჩევანს კაბინაში ფოტო გაუღონ, მას შეუძლია, ის გადახაზოს და შემდეგ ის კანდიდატი. რომელიც მოქალაქეს რეალურად სურს.