19 ნოემბერი 2024,   17:43
ვრცლად
ამომრჩევლის მოსყიდვის უცნაური ფორმები - უკვე მეორე დღეა იორმუღალოში ათობით სტუმრისთვის საგანგებო სუფრები იშლება

უკვე მეორე დღეა ხელისუფლების სახელით იორმუღანლოში ათობით სტუმრისთვის საგანგებო სუფრები იშლება. მასპინძლები რეგიონის ხელისუფლებასთან ერთად, ადგილობრივი მუფთებიც იყვნენ. სტუმრები კი პოლიტიკური ნიშნით შეარჩიეს. შეკრებიდან გამოსული ადამიანები არ მალავდნენ, რომ მთავარი თემა არჩევნები იყო და იორმუღანლოს მოსახლეობას სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერას ღიად ავალებდნენ. ორგანიზატორმა მუსლიმთა სამმართველომ კი „კურიერს“ განუცხადა, რომ შეკრება საარჩევნო მიზნით არ ჩატარებულა.

რესტორანში საგარეჯოს მერიც იმყოფებოდა. გიორგი ერბოწონაშვილმა „კურიერთან“ უარყო რომ შეკრება საარჩევნო მიზნით გაიმართა.

საგარეჯოს მერი მსგავს შეხვედრას გუშინაც ესწრებოდა. გიორგი ერბოწონაშვილი და აზერბაიჯანიდან ჩამოსული, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეზე ილჰამ კულიევი ამომრჩევლებს ერთად მასპინძლობდნენ. შეკრებილებს კი სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერას ავალებდნენ.

მათ, ვინც „კურიერს“ დაუდასტურა, რომ შეხვედრებზე სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა დაავალეს, მოგვიანებით ამავე სუფრის მონაწილეები ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ავტორი: ია გულიაშვილი.

 

დღის ამბები