19 ნოემბერი 2024,   17:35
ვრცლად
„ძვირად დაუჯდება ე.წ. "ქართული ოცნების" ხელისუფლებას გაყალბების მცდელობა საერთაშორისო არენაზე“ - გრიგოლ ვაშაძე

„არაჩვეულებრივად ძვირად დაუჯდება ე.წ. ქართული ოცნების ხელისუფლებას გაყალბების მცდელობა საერთაშორისო არენაზე,“ - ეს განცხადება გრიგოლ ვაშაძემ ODIHR-ის ეუთოს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა.

დღეს, დილიდან, ODIHR-ის ეუთოს სადამკვირვებლო მისია პრეზიდენტობის კანდიდატებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს ხვდებოდა. ბოლო შეხვედრა გრიგოლ ვაშაძესთან გაიმართა. ყველა ეს შეხვედრა დახურული იყო და ეუთოს მისიის წარმომადგენლებს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.

„მთავარი შეკითხვები იყო ყალბი პირადობის მოწმობებზე, შეკითხვა იყო თარიღის დანიშვნაზე 28 ნოემბერს, ოთხშაბათს და როდესაც ემიგრანტები, ფაქტობრივად, მთლიანად მოსწყდნენ ამ პროცესს და ვერ მისცემენ ხმას. შეკითხვები იყო ჩვენი პოლიტიკური და ეკონომიკური პროგრამის დეტალებზე. ძვირად დაუჯდება ე.წ. ქართული ოცნების ხელისუფლებას გაყალბების მცდელობა საერთაშორისო არენაზე და როგორც საქართველოს მოქალაქეს, ერთი წუთით დავივიწყოთ საპრეზიდენტო არჩევნები, ეს მისხალ-მისხალ, ტანჯვა-წამებით მოპოვებული საქართველოს მოქალაქის მიერ ჩვენი დემოკრატიული რეპუტაცია ნამდვილად მენანება, რომ ასე უაზროდ და უნიჭოდ იყოს გაფლანგული ამ ე.წ. ხელისუფლების მიერ,“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

 

დღის ამბები