09 დეკემბერი 2024,   11:23
ვრცლად
“თქვენ ხართ შხამქიმიკატები, გითხარით არაერთხელ, დამანებეთ თავი!“ - გოგა ხაინდრავა

დღეს  სასამართლომ ეკა გიგაურის სარჩელის განხილვა დაასრულა. ის გოგა ხაინდრავას ცილისმწამებლური განცხადებების გაკეთებაში ადანაშაულებს და რეჟისორისგან ბოდიშის მოხდას და სიმბოლურად 30 თეთრის გადახდას ითხოვს.

საქმე სასამართლოში 2015 წლის შემდეგ განიხილება და ეხება გოგა ხაინდრავას მიერ გაკეთებულ განცხადებას, სადაც ის ამბობს, რომ გიგაური 2007 წლის 7 ნოემბერს განვითარებულო მოვლენების მონაწილე და დამნაშავეა. მოსამართლე გადაწყვეტილებას 30 ნოემბერს გამოაცხადებს.

სასამართლო სხდომაზე გოგა ხაინდრავამ მის მიმართ წაყენებული ბრალდება უარყო და განაცხადა, რომ ეკა გიგაური 7 ნოემბრის აქციის დარბევაში მონაწილეობის მიღებაში არასდროს დაუდანაშაულებია.

„არასოდეს არ მითქვია, რომ გიგაური არბევდა 7 ნოემბერს, ეს არის სიცრუე. მე ამ სიცრუეს შევეჩვიე იმიტომ, რომ სულ ცრუობენ, რაც აქ სხედან და გიგაურიც სულ ცრუობს. გიგაურმა სამი დღის წინ ისეთი იცრუა სახელმწიფოს წინააღმდეგ, ისეთი ცილი დასწამა საქართველოს, რომ მეტი სიცრუე არ შეიძლება,“ - აცხადებს ხაინდრავა.

ხაინდრავამ პროცესის შემდეგ კურიერთან საუბარი არ ისურვა.

“თქვენ ხართ შხამქიმიკატები, მე ეს გითხარით არაერთხელ, დამანებეთ თავი!“ - განაცხადა რეჟისორმა.

ეკა გიგაურის ადვოკატი ამბობს, რომ  ყველა ის დოკუმენტი, რომელიც, თითქოსდა, ეკა გიგაურის 7 ნოემბრის აქციაში მონაწილეობას ადასტურებდა, მათივე მოყვანილმა მოწმემ გააბათილა.

„პრქტიკულად გაბათილებული იქნა ყველა ის დოკუმენტი, რომელიც თითქოსდა ადასტურებდა ხაინდრავას და ადამაშვილის პოზიციებს, რომ ეკა გიგაური მონაწილეობდა 7 ნოემბრის დარბევის აქციაში და ამისთვის მიიღო წოდება და პრემია. ეს გააბათილა მათმა მოყვანილმა მოწმემ, ბადრი ბიწაძემ. ყველა ჩვენი არგუმენტით ეს გაბათილდა კანონის მოთხოვნით, როგორც ეროვნული კანონმდებლობით, ასევე საერთაშორისო სამართლის პრაქტიკით. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ თბილისის საქალაქო სასამართლო დააკმაყოფილებს ეკა გიგაურის სარჩელს,“ - აცხადებს თეონა ზაქარაშვილი. 

დღის ამბები