იმ უბნებში, სადაც პირველ ტურში არჩევნები წავაგეთ, ამ უბნებში ახლა არჩევნები მოგებული გვაქვს - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ბრიფინგზე განაცხადა.
გიორგი ვაშაძემ საარჩევნო უბნებიდან პირველად მონაცემების მიხედვით, შედეგები გაასაჯაროა, რომლის მიხედვით, გრიგოლ ვაშაძე ლიდერობს. მისი თქმით, გაერთიანებულ შტაბში საბოლოო მონაცემებს ელოდებიან.
„აწყობილი გვაქვს პარალელური სმის დათვლის სისტემა, დაიწყო უბნებიდან მონაცემის შემოტანა, პირველ მონაცემებს გაცნობებთ. წალკა მე-14 უბანი გაიმარჯვა გრიგოლ ვაშაძემ, დმანისი 36-ე უბანი - ვაშაძე 101, სალომე - 61 ხმა, ბოლნისი 45-ე უბანში ვაშაძემ გაიმარჯვა, მარნეულის მე-12, 46-ე უბნები - გაიმარჯვა ვაშაძემ. იმ უბნებს და რაიონებს ვასახელებ, სადაც პირველ ტურში არჩევნები წავაგეთ, ამ უბნებში ახლა არჩევნები მოგებული გვაქვს,“- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.