19 ნოემბერი 2024,   17:43
ვრცლად
უფასო ტრანსპორტი სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერებისთვის - ავტობუსები და სამარშრუტო ტაქსები ორი ლოკაციიდან გავიდა

უფასო ავტობუსები და სამარშრუტო ტაქსები დედაქალაქის ორი ლოკაციიდან დღეს მთელი ქვეყნის მასშტაბით სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერებისთვის იყო მობილიზებული. მოქალაქეები რეგიონებში დილის რვის ნახევარზე წაიყვანეს. ხალხის მიკროავტობუსებში განაწილებას და რეგიონებში წაყვანას ნანა კაკაბაძის ორგანიზაცია კურირებდა, „კურიერის“ ინფორმაციით, ეს პროცესი ბიძინა ივანიშვილმა დააფინანსა.

იმ ამომრჩევლებს, ვინც წინასწარ დადო პირობა, რომ ხმას სალომე ზურაბიშვილს მისცემდა, რეგიონში წასასვლელად ქართული ოცნების სატელიტმა ორგანიზაციამ საწვავის უფასო ბარათი მისცა.

სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერებმა გინებისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის შემდეგ ”კურიერის” გადამღები ჯგუფისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაც სცადეს.

ორგანიზატორებისა და მომხრეებს უკიდურესად გაღიზიანება უფასო ტრანსპორტირების დაფინანსების წყაროსთან დაკავშირებულ კითხვებს მოჰყვა.

ავტობუსის მძღოლების თქმით, მათ ამომრჩევლების ტრანსპორტირებისთვის ნაღდი ფულით გადაუხადეს. თუმცა, ვინ იყო დამკვეთი ამაზე საუბარი მათ არ სურთ.

ამომრჩევლების მობილიზაცია ორგანიზაციამ "არა ნაციზმს" რამდენიმე დღის წინ სოციალური ქსელის მეშვეობით დაიწყო. ქართული ოცნების მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის ასარჩევად ახმეტელის თეატრისა და სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიებიდან ავტობუსები მთელი საქართველოს მასშტაბით დილის 10 საათზე გავიდნენ.

 

ავტორი: ნინო ვარძელაშვილი

დღის ამბები