სროლა ლაგოდეხში - შემთხვევა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან რამდენიმე წუთის წინ მოხდა. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების განცხადებით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც "ქართული ოცნების" მხარდამჭერები სალომე ზურაბიშვილის გამარჯვებას ზეიმობდნენ.
მათი თქმით, მხარდამჭერებმა ავტომობილებით გაიარეს, ენმ-ს ოფისთან მისვლისას კი რამდენჯერმე გაისროლეს.
ოპოზიციური პარტიის წევრები ფიქრობენ, რომ „ქართული ოცნების“ შტაბის წარმომადგენლებმა ცეცხლი მათი მიმართულებით მიზანმიმართულად გახსნეს.
ადგილზე საპატრულო პოლიციაა გამოძახებული. სროლისას არავინ დაშავებულა.