03 ოქტომბერი 2024,   06:38
ვრცლად
„ეს განცხადება არის საზოგადოების მორიგი დაცინვა,” - გიგა ბოკერია პროკურატურის განცხადებაზე

„ეს განცხადება არის საზოგადოების მორიგი დაცინვა,” - ეს შეფასება გიგა ბოკერიამ პროკურატურის მიერ პატრულსა და ნასვამ მოქალაქეებს შორის მომხდარ ინციდენტზე გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით გააკეთა.

მისი თქმით, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი ფირზე დაყრდნობით, რომ ისინი დანაშაულს ჩადიან და პოლიციას შეურაცხყოფას აყენებდნენ და მინიმუმ, წინააღმდეგობას უწევდნენ მათ.

„ეს არის სახელმწიფო ინსტიტუტების და პოლიციის მიზანმიმართული განადგურება და სწორედ ამის შედეგია ის, რაც ხდება დღეს ქვეყანში,” - განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა გიგა ბოკერიამ.

პროკურატურს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მასმედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს დაკავებულები სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, პროკურორის სატელეფონო ზარის შემდეგ გაუშვეს, არის ტყუილი და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება ნაციონალური მოძრაობის მიერ გავრცელებულ მორიგ ვიდეომასალას, რომელშიც ასახულია, თუ როგორ აჩერებს პატრული ნასვამ პირებს. მოქალაქეები სამართალდამცველებს შეურაცხყოფას აყენებენ. სატელეფონო ზარის შემდეგ კი ნასვამი პირები გაათავისუფლეს. მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ პატრული, რომელმაც ისინი გააჩერა, სამსახურიდან გაუშვეს. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები