19 ნოემბერი 2024,   17:30
ვრცლად
მინდა შეშფოთება გამოვხატო მეორე ტურში დემოკრატიული არჩევნების ხარისხი მკვეთრი ვარდნის თაობაზე - გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი გიორგი მარგევლაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებს აფასებს და აცხადებს, რომ დემოკრატიულობის ხარისხი მკვეთრად დაეცა. მისი თქმით, მსგავსი სტანდარტის არჩევნები საქართევლოში აღარ უნდა ჩატარდეს.

მან ასევე მიულოცა სალომე ზურაბიშვილს გამარჯვება და მზადყოფნა გამოთქვა უფლებამოვალეობის გადაბარების პროცესში მასთან ითანამშრომლოს.

„გუშინდელ არჩევნებზე დაკვირვებით და აგრევე, სადამკვირვებლო ორგანიზაციების შეფასების ანალიზის საფუძველზე მინდა შეშფოთება გამოვხატო მეორე ტურში დემოკრატიული არჩევნების ხარისხი მკვეთრი ვარდნის თაობაზე და ერთმნიშვნელოვნად ვთქვა, რომ საქართველოში ასეთი არჩევნები მეტი აღარ უნდა ჩატარდეს ამ სტანდარტით. ვულოცავ საქართველოს არჩეულ მეხუთე პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, ვუსურვებ წარმატებას და აგრეთვე მინდა ვთქვა, რომ როგორც კი ქალბატონი სალომე დაასახელებს პასუხისმგებელ პირს, ჩვენ მზად ვართ დავიწყოთ თანამშრომლობა, როგორც ადმინისტრაციული თვალსაზრისით, საქმის გადაბარების თაობაზე, ასევე, ინაუგურაციის მოწყობის პროცესში მონაწილეობასა და დახმარებაზე,“ - განაცხადა მარგველაშვილმა.

დღის ამბები