დონალდ ტრამპის ყოფილმა იურისტმა აღიარა, რომ კონგრესი მოატყუა. მაიკლ კოენი ნიუ-იორკის სასამართლოში მოულოდნელად გამოცხადდა და თავი დამნაშავედ სცნო.
საქმე ეხება ტრამპის ორგანიზაციის სამშენებლო პროქტს მოსკოვში, რომლის განხორციელებაზეც საუბარი 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის პერიოდშიც გრძელდებოდა.
ეს პროექტი, ტრამპ ტაუერის აშენების გარდა, ვლადიმერ პუტინისთვის პენტჰაუსის გადაცემასაც ითვალისწინებდა.
პრეზიდენტის ყოფილმა ადვოკატმა კი აღიარა, რომ მოსკოვის პროექტი 2016 წლის იანვარში კი არ შეწყდა, არამედ მის განხორციელებაზე საუბარი 2016 წლის ივნისშიც მიმდინარეობდა, როდესაც საარჩევნო კამპანია უკვე აქტიურ ფაზაში იყო.
მაიკლ კოენის განცხადებით, მან კონგრესს ცრუ ჩვენება დონალდ ტრამპის დასაცავად მისცა, რადგან მისი უხერხულ მდგომარეობაში ჩაყენება არ სურდა.