19 ნოემბერი 2024,   16:32
ვრცლად
ერთი წელი ხორავას ქუჩის ტრაგედიიდან - რუსთაველის გამზირიდან დღეს მსვლელობა დაიწყება

ერთი წელი ტრაგედიიდან, რომელმაც პირველ დეკემბერს მთელი საქართველო შეძრა - ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდის მკვლელობიდან დღეს ზუსტად ერთი წელი გავიდა. თუმცა, გარდაცვლილი დათუნა სარალიძის მკვლელი გამოძიებას ამ დრომდე დაკავებული არ ჰყავს.

ზაზა სარალიძე მისი შვილის მკვლელის დასჯას ამ დრომდე უშედეგოდ ითხოვს. თითქმის 3 თვეა, ის, პანკისში მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამასთან ერთდ, პარლამენტის შენობის წინ პერმანენტულ აქციას მართავს.

დღეს, 14:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე დაიწყება შეკრება, საიდანაც მსვლელობის მონაწილეები ტრაგედიის ადგილზე მივლენ.

ხორავას ქუჩაზე მოზარდების დაპირისპირების დროს ლევან დადუნაშვილი ადგილზე დაიღუპა, დათუნა სარალიძე კი მრავლობითი ჭრილობებით საავადმყოფოში 2 დეკემბერს გარდაიცვალა.

„ერთი წელი გავიდა და ძალიან სამწუხაროა, უფრო მეტი გაჩენილი კითხვა გვაქვს, ვიდრე გაცემული პასუხი. თუნდაც ის ფაქტი, რომ დღემდე ერთი წლის თავზე უცნობია, ვინ მოკლა დავით სარალიძე, არა მარტო ვინ მოკლა, არამედ იმდენი ბუნდოვანებაა შემოსული საქმეში, რომ პასუხის გაცემის გზაც კი ჩვენთვის უცნობია,“ - განაცხადა დავით სარალიძის ოჯახის ადვოკატმა, ნესტან ლონდარიძემ.

  

დღის ამბები