ინციდენტი ქუთაისის აეროპორტში - თაკო ჩარკვიანს და მის მეუღლეს აეროპორტში თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
თაკო ჩარკვიანის თქმით, მას და მის მეუღლეს ფიზიკურად, დაახლოებით, 5 ადამიანი გაუსწორდა. მისი თქმით, დაზუსტებით შეუძლია ამოიცნოს 4 პირი, რომელიც მას და მის მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
ჩარკვიანის თქმით, დაპირისპირება პოლიტიკურ ნიადაგზე მოხდა. ის ამბობს, რომ საუფრთხოების სამსახურის თანამშრომლების თანდასწრებით ხდებოდა ეს დაპირისპირება, თუმცა, მათ არაფერი გაუკეთებიათ. ჩარკვიანის თქმით, სამართალდამცავებმა ამ პირებს ტერიტორიის დატოვების შესაძლებლობა მისცეს.
„როგორც ახლა მომაწოდეს ინფორმაცია, პრობაციონერი ვარო, ერთმა თქვა. ერთი არ იყო ფხიზელ მდგომარეობაში, მაგრამ უფრო ნასვამს არ ჰგავდა. პოლიტიკურ ნიადაგზე - აეროპორტში რომ დაგვინახეს, გვეუბნებოდნენ. მე გოგონას ვაცილებდი, თქვენ დატოვეთ ქალაქი გვეუბნებოდნენ, რომ პოლიტიკურ ნიადაგზე მიშა სააკაშვილი, რაზეც მე ვუთხარი, რომ ეს არის გაერთიანება და აქ არავითარ შუაში სააკაშვილი არ არის და გირგვლიანის დროს არ მახსოვდა არავინ ჩემს გვერდით მათი სახეებიდან. არცერთს არაფერი არ ესმოდა. აგრესია იყო ძირითადად, ჩემზე და რა თქმა უნდა, უფრო ჩემს მეუღლეზე... აქ იყო ჩვეულებრივი ცემა-ტყეპა აეროპორტში, რომ არ ყოფილიყვნენ ეს ქალბატონები, მეც პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ აბსოლუტურად ჩაქოლილი იქნებოდა ეს ერთი მამაკაცი,“ - განაცხადა ჩარკვიანმა.