19 ნოემბერი 2024,   16:45
ვრცლად
ოპოზიცია არჩევნების შედეგების ბათილად გამოცხადებას ითხოვს - სარჩელი სასამართლოში უახლოეს დღეებში შევა 

გაერთიანებული ოპოზიცია, 28 ნოემბერს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს არ ცნობს და შედეგების ბათილად გამოცხადებას ითხოვს.

იურისტებმა მუშაობა უკვე დაიწყეს და შესაბამისი სარჩელი სასამართლოში წარსადგენად უკვე მზადდება.

ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ "ქართულმა ოცნებამ" არჩევნები ტოტალურად გააყალბა და ქართველ ხალხს თავისუფალი არჩევანის უფლება წაართვა. თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი უახლოეს დღეებში შევა. იმ შემთხვევაში კი თუ სარჩელის დაკმაყოფილებაზე ყველა ინსტანცია უარს განაცხადებს, ოპოზიცია მზად არის სტრასბურგს მიმართოს.

ცალკე სარჩელები მზადდება არჩევნების დროს დაფიქსირებულ კონკრეტულ კანონდარღვევებზეც.

„ჩვენ შევდივართ სარჩელებით სასამართლოში, ყველა დარღვევაზე, რომელიც დაფიქსირებულია და ასეთ არის ასეულობით დარღვევა, უმძიმესი სისხლის სამართლის დანაშაულები. ყველაფერ ამაზე შევიტანთ სარჩელებს და მოვითხოვთ გამოძიებას. გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა რესურსს, რათა ერთხელ და სამუდამოდ ხალხმა მიიღოს ისეთი საარჩევნო სისტემა და ისეთი არჩევნები, როგორსაც იმსახურებს და არა ნაქურდალი არჩევნები,“-განაცხადა ენმ-ს წევრმა ზაალ უდუმაშვილმა.

დღის ამბები